ინფორმაცია კომაროვის სკოლაში 2018-2019 სასწავლო წლების მისაღები გამოცდების შესახებ!

მოგესალმებით!


კომაროვის სკოლაში მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მისაღები გამოცდების რეგისტრაცია დაიწყება 6 ივნისს და გაგრძელდება 30 ივნისის ჩათვლით. 

 

რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება, როგორც ონლაინ რეჟიმში ასევე სკოლაში. ონლაინ რეჟიმში რეგისტრაცია იწარმოებს 6 ივნისიდან, ამავე დღეს დაიდება შესაბამისი ბმული.

მათთვის, ვისაც სურს რეგისტრაცია გაიაროს ადგილზე, სკოლაში - რეგისტრაცია იწარმოებს შაბათ-კვირის გარდა, 18 ივნისიდან  1 ივლისის ჩათვლით, 11:00-დან - 18:00 საათამდე. მისამართი: ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, ოთახი N116.

 

რეგისტრაციის დროს, მშობელმა სარეგისტრაციო სისტემაში უნდა ატვირთოს (ან წარმოადგინოს სკოლაში):


ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობაან პირადობის დამადასტურებელი ფოტოსურათიანი დოკუმენტი.


 

                      მისაღები გამოცდების თარიღები

კომაროვის სკოლის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში მისაღები გამოცდა ფიზიკაში გაიმართება 9 ივლისს, მათემატიკაში - 10 ივლისს.  (ზუსტი დრო გამოცხადდება არაუგვიანეს 28 ივნისს)

მე-8 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება მხოლოდ მათემატიკაში 11 ივლისს, 10:00 საათზე.  


          

                                მიღების პირობები

მათემატიკისა და ფიზიკის გამოცდის ტესტი შედგება 25 საკითხისაგან და თითოეულ საკითხს აქვს 6 სავარაუდო პასუხი.


იმისთვის, რომ მოსწავლე ჩაირიცხოს კომაროვის სკოლაში, მათემატიკაში უნდა მიიღოს არანაკლებ 15 ქულა და ფიზიკაში - არანაკლებ 13 ქულა.


გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ მშობელმა სკოლაში უნდა წარმოადგინოს:


·         2017-18 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ცნობა

·         დახასიათება სკოლიდან

 

სკოლაში მიღებაზე შეიძლება უარი ეთქვას იმ მოსწავლეს, რომელსაც, მიუხედავად გამოცდების წარმატებით ჩაბარებისა, წლიური ნიშანი რომელიმე საგანში ექნება 7 ან ნაკლები, ან სკოლიდან წარმოდგენილი დახასიათებისას გამოიკვეთება სკოლის შინაგანაწესის ხშირი დარღვევები.

                       

                      მე-7 კლასში მისაღები გამოცდა

მე-7 კლასში მისაღები გამოცდისა და რეგისტრაციის შესახებ ინფომაცია გამოქვეყნდება არაუგვიანეს 8 ივნისს. ზუსტი თარიღის დადასტურებისთანავე, გამოვაქვეყნებთ სკოლის ოფიციალურ Web და Facebook გვერდებზე.

 

მისაღები გამოცდების ნიმუშები და საგამოცდო პროგრამები  იხილეთ აქ:

 

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!

 


ზემოთ